How to Make It in America — ამერიკული კომედია-დრამა, რომლის პრემიერა HBO-ს საკაბელო ქსელზე 2010 წლის 14 თებერვალს შედგა. სერიალის სიუჟეტი მიჰყვება ბენ ეპსტაინისა (ბრაიან გრინბერგი) და მისი მეგობარი კემ კალდერონის (ვიქტორ რასუკი) ცხოვრებას, რომლებიც ქალაქ ნიუ-იორკის მოდის სამყაროში წარმატების მიღწევას ცდილობენ და მიზნად ამერიკული ოცნების საკუთარი ვერსიის განხორციელება აქვთ დასახული.
სცენარი დაწერილია იან ელდერმანის მიერ, ხოლო პროდიუსერები არიან „ანტურაჟის“ ჯგუფი — მარკ ვალბერგი, სტივენ ლევინსონი, რობ ვაისი და ჯულიან ფარინო. სერიალის პირველი სეზონი 2010 წლის 4 აპრილს დასრულდა, ხოლო მეორე ამავე წლის 21 აპრილს დაიწყო.